„ის იყო ლენინგრადიდან და შიმშილის ჯოჯოხეთი მთელ მის ცხოვრებას დირიჟორობდა“ - ვისზე ჰყვება რუსი მწერალი, ევდვარდ რადზინსკი

ევდვარდ რადზინსკი. 

„ომი არსად არ მიდის, ის თქვენთან რჩება მუდმივად, დანარჩენი ყველაფერი მიდის ომის გარდა“ - ამის შესახებ მწერალი, სცენარისტი და 40-ზე მეტი ისტორიული წიგნის ავტორი ევდვარდ რადზინსკი აცხადებს. 

„ომი არსად მიდის, ის თქვენთან რჩება მუდმივად, დანარჩენი ყველაფერი მიდის, ომის გარდა. არასოდეს დამავიწყდება მწერალთა ხელოვნების სახლში, იყო ერთი მწერალი, რომლის გვარსაც არ დავასახელებ, რადგან არ ვიცი, მოეწონება თუ არა ეს.

სადილის შემდეგ დადიოდა, მაგიდებიდან საჭმლის ნარჩენებს აგროვებდა და სახლში მიჰქონდა. ღამე ეღვიძებოდა და აუცილებლად იქ, საწოლთან უნდა ჰქონოდა საჭმელი, რადგან ის იყო ლენინგრადიდან. ეს შიმშილის ჯოჯოხეთი მთელ მის ცხოვრებას დირიჟორობდა. რადგან არაფერია ომზე საშინელი, რაც არ უნდა დაარქვათ მას“, - ამბობს ევდვარდ რადზინსკი.