„დასატირებლად ვერ მიდის...“ - ტრაგიკული ისტორია, რომელმაც სოციალური მედია მოიცვა
1744280102
უკრაინის შეიარაღებული ძალების „დასავლეთის“ საჰაერო სარდლობის ინფორმაციით, რუსეთმა ბელორუსის ტერიტორიიდან უკრაინაში ოთხი საკრუიზო რაკეტა გაისროლა, თუმცა, ოთხივე რაკეტა განადგურდა ან დაზიანდა უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ.
მათივე ცნობით, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით განადგურდა სამი საკრუიზო რაკეტა, დაზიანდა მეოთხე, რამაც ხელი შეუშალა მიზანში ზუსტად დარტყმას.
„5 აპრილის ღამეს ოკუპანტმა ბელორუსის ტერიტორიიდან უკრაინის ტერიტორიაზე საკრუიზო რაკეტებით დარტყმა დაიწყო. რაშისტების სამიზნე, ალბათ, დასავლეთის რამდენიმე რეგიონის სამოქალაქო ინფრასტრუქტურული ობიექტები უნდა ყოფილიყო“, – ნათქვამია განცხადებაში.