გასულ ღამეს რუსეთმა ოდესაზე დრონებით იერიში მიიტანა, დაიღუპა ერთი და დაშავდა 14 ადამიანი

დრონები

გასულ ღამეს რუსეთმა ოდესაზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 14 დაშავდა.

„საჰაერო თავდაცვის სისტემების აქტიური მუშაობის მიუხედავად, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის საცხოვრებელი და საგანმანათლებლო შენობები და გაზსადენი“, – განაცხადა ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ კიპერმა.

ადგილობრივი საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, თავდასხმის დროს საცხოვრებელ შენობებზე დრონებით, სულ მცირე, ათი დარტყმა განხორციელდა, რამაც მასშტაბური ხანძარი გამოიწვია.