გასულ დღეს უკრაინულმა თავდაცვის ძალებმა 9 თავდასხმა მოიგერიეს - განადგურებულია რუსული სამხედრო ტექნიკა და ლიკვიდირებულია ათობით ოკუპანტი

უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა განვლილი დღის საბრძოლო ვითარება შეაფასა. როგორც უწყების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ადგილობრივი მედია გამოცემა YNIAN-ი Telegram არხზე იტყობინება,  უკრაინულმა თავდაცვის ძალებმა ვოსტოკის ოპერატიულ-ტაქტიკური დაჯგუფების რაიონში 20 მარტს, 9 თავდასხმა მოიგერიეს.

განადგურებულია რუსული სამხედრო ტექნიკა და ლიკვიდირებულია ათობით ოკუპანტი ჯარისკაცი:

  • პერსონალი - დაახლოებით 170 ადამიანი;
  • ტანკები - 12 ერთეული, 10 დაზიანებული;
  • BMP - 17 ერთეული;
  • BBM - 4 ერთეული;
  • საარტილერიო სისტემები - 7 ერთეული;
  • საავტომობილო ტექნიკა - 21 ერთეული. 

ასევე, რუსული სამხედრო ტექნიკის 7 ერთეული დაზიანდა, უკან დახევისას მტერმა კიდევ 5 ერთეული რაკეტა ისროლა, თუმცა უკან დახევა მაინც მოუწიათ.