ვინაიდან ბატონი გახარია გერმანიაში ექსპერტობით არის დაკავებული, ჩავთვალე, რომ პოლიტიკიდან გაწევით არიან ამ წუთას ცნობილები და არა პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობით - იაგო ხვიჩია

იაგო ხვიჩია

დღეს "რუსთავი 2-ზე" დებატები იწყება. პირდაპირ ეთერში საჯარო დისკუსიის ფორმატი ბრუნდება. მაყურებელი ერთ სივრცეში განსხვავებულ პოზიციებს და არგუმენტებს 22:00 საათზე მოისმენს. პირველი გადაცემის თემა იქნება ცვლილებები გრანტების კანონში. ერთმანეთის პირისპირ წარდგებიან მმართველი გუნდის ლიდერები, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფები, არასაპარლამენტო ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი.

2-დღიანი მოლაპარაკების შემდეგ, გახარიას გუნდი სატელევიზიო დებატებზე უარს აცხადებს. მართალია პარტია გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ  საჯარო დისკუსიისთვის მზად არის, თუმცა იქვე საუბრობს წინაპირობებზე, რომ დებატებში მხოლოდ მათთვის მისაღები პირობებით ჩაერთვება.

გახარიას პარტიის უარს "რუსთავი 2"-ზე დებატებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, პარტია "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია ეხმაურება. მისთვის გაუგებარია, პარტია, რომელიც პარლამენტში შევიდა, დებატებში რატომ მონაწილეობს.

"მე არ მესმის, პარლამენტში თუ შევიდა პარტია, დებატებში რატომ არ მონაწილეობს?! - აქედან გამომდინარე, ვინაიდან ვიცი, რომ ბატონი გახარია გერმანიაში ექსპერტობით არის დაკავებული, ჩავთვალე, რომ უბრალოდ პოლიტიკიდან გაწევით არიან ისინი ამ წუთას ცნობილები და არა პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობით. ბატონი ბიძინა დამიჯდეს და მას დაველაპარაკები, ეს არასერიოზულია. ბატონი ბიძინას სახელით გელაპარაკება ამ დებატებში ვიღაცები, ამიტომ, ჩემი აზრით, თუ რამის თქმა გინდა, ამ ფორმატითაც შესაძლებელია," - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.