,,გამარჯვების მოპოვებამდე ვიბრძოლებთ" - დენის შმიგალი

დენის შმიგალი

უკრაინა ძალიან მაღალ ფასს იხდის დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის, სუვერენიტეტისა და ჩვენი ევროპული მისწრაფების გამო. ჩვენ ასოცირების საბჭოზე პირველად ვიმყოფებით კანდიდატის სტატუსით და მადლიერი ვართ ევროკავშირის ქვეყნების მიერ მიღებული ისტორიული გადაწყვეტილებით, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა იბრძოლებს გამარჯვების მოპოვებამდე.

„ამ ნაბიჯით ევროკავშირმა დემონსტრაცია მოახდინა მხარდაჭერისა და სოლიდარობის. ეს არის სიმბოლურად ჩვენება, რომ უკრაინა ნამდვილად ეკუთვნის ევროპულ ოჯახს. დიდი მადლობა ევროკავშირის ყველა ქვეყანას. ჩვენი არჩევანია და მტკიცე გადაწყვეტილება, რომ უკრაინა იყოს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. უკრაინელმა ხალხმა დაადასტურა ერთიანობა და სჯერათ ევროპული მომავლის. უკრაინის ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რათა ქვეყანამ რაც შეიძლება სწრაფად გაიაროს ეს გზა. დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ პროცესს წლები არ დასჭირდება. ჩვენ ვისაუბრეთ უკრაინის რეფორმებზე, შემდგომ ნაბიჯებზე, რაც წინაპირობა უნდა გახდეს ევროპულ გზაზე დაწინაურების და მოლაპარაკებების გახსნის. დიდი მადლობა ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სწრაფად დაწესებისთვის. უკრაინა იბრძვის და გააგრძელებს ბრძოლას. ჩვენ გამარჯვების მოპოვებამდე ვიბრძოლებთ. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ რუსეთის მხრიდან ნიშანს, რომ მათ ომის დასრულება სურთ და ზუსტად ამიტომ გვჭირდება მეტი იარაღი“, - განაცხადა დენის შმიგალმა.