რა დაწერა ცოლის მკვლელობაში ბრალდებულმა სოციალურ ქსელში
1792959838
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტერეშთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ გაერომ რუსული ძალების მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს.
„[გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე] განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის ბირთვული შანტაჟის თემას. აგრესორის მხრიდან ამ მიზანმიმართულ ტერორს გლობალურ დონეზე კატასტროფული შედეგები შეიძლება მოჰყვეს. ამიტომ, გაერომ უნდა უზრუნველყოს ამ სტრატეგიული ობიექტის უსაფრთხოება, მისი დემილიტარიზაცია და სრული გათავისუფლება რუსული ჯარებისაგან“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.