დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინას ერთდღიანი ვიზიტით ეწვია. ორმხრივი შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტებს გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში შეუერთდება და სამმხრივი შეხვედრა გაიმართება, სადაც უკრაინაში ომის დიპლომატიური გზით დასრულების საკითხზე იმსჯელებენ. ანტონიო გუტიერეშთან პირისპირ შეხვედრაზე ზელენსკიმ გაერო-ს გენერალურ მდივანს ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა თხოვა.
თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერდოღანი ზელენსკის აცნობებს, რომ მზად არის, ორგანიზება გაუწიოს, მასსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრას, რომელზეც მინიშნება პუტინმა, სოჭში 5 აგვისტოს გამართული მოლაპარაკებისას გააკეთა.
თურქული მედია დიპლომატებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრის გამართვის შემთხვევაში, ლიდერებმა ომის ე.წ. გზამკვლევი უნდა განსაზღვრონ, რის შემდეგაც უკვე დელეგაციები დაიწყებენ მუშაობას ამ საგზაო რუკის განსახორციელებლად.