პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მტკიცებით, დააკავეს ჯგუფი, რომელიც რუსი პროპაგანდისტი ტელეწამყვანის ვლადიმირ სოლოვიოვის მოკვლას გეგმავდა.
მათივე მტკიცებით, ეს დავალება "ნეონაცისტური ჯგუფის წევრებს" უკრაინის უშიშროების სამსახურმა მისცა.
რუსული მედიის ცნობით, FSB-ში ამბობენ, რომ ჯგუფის წევრები რუსეთის მოქალაქეები არიან
ცნობისთვის, სოლოვიოვმა თავის გადაცემაში 23 აპრილს თქვა, რომ „ზელენსკიმ ჩემ გამო დაიჩივლა და ითხოვა ჩემთვის მიეხედათ“.
ის, რომ ცნობილი რუსი ჟურნალისტის მკვლელობას გეგმავდა ტერორისტული ორგანიზაცია, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 25 აპრილს, განაცხადა, თუმცა არ დაუსახელებია ჟურნალისტის ვინაობა.
„რა თქმა უნდა, ისინი ამას ახლა უარყოფენ, მაგრამ ფაქტები და მტკიცებულებები უდავოა“, - ციტირებს რუსეთის პრეზიდენტს „ინტერფაქსი“.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ კრემლის პროპაგანდისტის, ვლადიმირ სოლოვიოვის მკვლელობის არანაირი გეგმები არ აქვთ. აღნიშნულ ბრალდებებს უწყებაში რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მორიგი „კრეატივი“ უწოდეს.