Facebook რუსებსა და პუტინზე სიძულვილის ენას, დროებით სიძულვილის ენად აღარ ჩათვლის

facebook

Facebook და Instagram ზოგიერთი ქვეყნის მომხმარებლებს დროებით მისცემს საშუალებას, განათავსონ სიძულვილის ენის შემცველი მოწოდებები რუსებისა და რუსი ჯარისკაცემის მიმართ, უკრაინაში შეჭრის კონტექსტში. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

გამოცემის ცნობისთ, კომპანია, ასევე დროებით დაუშვებს ისეთ პოსტებს, რომელიც გამოხატავს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, ან ბელარუსიის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს სიკვდილის მოწოდებას, ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა რუსეთი, უკრაინა და პოლონეთი.

"უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად, ჩვენ დროებით დავუშვებთ პოლიტიკური გამოხატვის ისეთ ფორმებს, რომლებიც ჩვეულებრივ არღვევს ჩვენს წესებს, მაგალითად, ძალადობრივი ენის შემცველი ფრაზა, როგორიცაა "სიკვდილი რუს დამპყრობლებს". თუმცა ჩვენ ჯერ კიდევ არ ვუშვებთ მოწოდებებს ძალადობისკენ რუსი მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ" - ნათქვამია "მეტას" სპიკერის განცხადებაში.

ასევე, რუსი ჯარისკაცების მიმართ ძალადობის მოწოდების პოლიტიკის დროებითი ცვლილება ეხება სომხეთს, აზერბაიჯანს, ესტონეთს, საქართველოს, უნგრეთს, ლატვიას, ლიეტუვას, პოლონეთს, რუმინეთს, რუსეთს, სლოვაკეთსა და უკრაინას.

Reuters, ასევე წერს, რომ ძალადობრივი პოსტები დაიშვება რუს ჯარისკაცებზე სამხედრო ტყვეების გარდა და რუსების მიმართ, სადაც ნათელი იქნება რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის კონტექსტი.