ევროპა და მსოფლიო ვერ გაიმეორებს იმ შეცდომებს, რომელიც 2008 წელს იქნა დაშვებული საქართველოში - ზელენსკი

zelenski

რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს უკრაინა. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არც იმას გამორიცხავს, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები საერთოდ გაწყვიტონ. განცხადება მან ესტონეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

როგორც ზელენკსიმ აღნიშნა, მსოფლიომ არ უნდა გაიმეოროს შეცდომა, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წელს საქართველოში დაუშვა.

"რუსეთის ესკალაცია უკრაინის წინააღმდეგ არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროპისთვის და მთელი მსოფლიოსთვისაა გამოწვევა. უკრაინაში ევროპის უსაფრთხოების საკითხი წყდება. ევროპა და მსოფლიო ვერ გაიმეორებს იმ შეცდომებს, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წელს იქნა დაშვებული საქართველოში.

მოვითხოვთ სანქციების ახალ პაკეტს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. მივიღე დოკუმენტი საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, რომელშიც გათვალისწინებულია რუსეთთან დიპლომატიური კავშირის გაწყვეტა, მე ამ და სხვა საკითხებსაც განვიხილავ," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ნახეთ ვიდეო