პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ბალტიის ქვეყნები და პოლონეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტს ბლოკავენ, რადგანაც რამდენიმე ქვეყანამ, სურსათის ექსპორტის უზრუნველყოფის მიზეზით, სანქციების შემსუბუქება მოითხოვა, – მედიის ცნობით, ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.
მისივე თქმით, თავდაპირველად სასანქციო სიაში 1 500 ადამიანი და კომპანია იყო, შემდეგ კი ეს რიცხვი შემცირდა.
„შეთავაზებული წინადადებების მიხედვით, სანქციები არ შეეხებოდა პირად სახსრებს, თუ სახელმწიფოები იპოვიდნენ კავშირს ამ სახსრებსა და სასურსათო უსაფრთხოებას შორის, მაგრამ ძნელია იმის თქმა, როგორ უკავშირდება ოლიგარქების პირადი სახსრები სასურსათო უსაფრთხოებას. ჩვენ დავაყენეთ ეს საკითხი. გვესმის კონკრეტულ შემთხვევებში ევროპელი პარტნიორების წუხილის მიზეზი“, – განაცხადა ლანდსბერგისმა.
ლანდსბერგისის განცხადებით, ლიეტუვა და პოლონეთი პაკეტის წინააღმდეგ გამოდიან და ითხოვენ, რომ ამ საკითხზე დისკუსია ევროპის საბჭოში გაგრძელდეს. მისივე თქმით, ამ პოზიციას მხარს უჭერენ ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნებიც.