„23 ძარცვა და 179 ათას ევროზე მეტი ნაძარცვი“ - ვინ არიან საბერძნეთში დაკავებული ქართველი მძარცველები
1789848455
ევროკავშირის დიპლომატებმა დაამტკიცეს გეგმა რომ სანქციები დაუწესონ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს უკრაინის დაპყრობის გამო. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ის ავრცელებს.
სანქციები ითვალისწინებს ლავროვისა და პუტინის საზღვარგარეთ აქტივების გაყინვას.
ევროკავშირის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სანქციები არ შეეხება პუტინისა და ლავროვის მოგზაურობის შეზღუდვას, რადგან ევროკავშირს სურს დიპლომატიური გზები ღია დატოვოს.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან ბრიუსელში დღეს საღამოს, რათა განიხილონ სანქციების მეორე პაკეტი, რომელიც ევროკავშირის სამიტზე გვიან ღამით შეათანხმეს.