პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"ეს ღია ტერორისტული აქტია" - ასე აფასებს ზელენსკი დღევანდელ გამანადგურებელ საჰაერო თავდასხმას, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა დილის საათებში ქალაქ ვინიცაზე მიიტანეს.
ამ ინფორმაციას საერთაშორისო მედია გამოცემა BBC ეხმაურება, რომელიც პრეზიდენტის შეფასებას აქვეყნებს.
"უკრაინის ქალაქზე, რომელიც ფრონტის ხაზისგან შორს არის, გამანადგურებელი თავდასხმა განხორციელდა.
"ეს იყო ღია ტერორისტული აქტი", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში ვინიცაზე მიიტანეს, რომელიც კიევის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს და დონბასში, შეტაკების ცხელი წერტილიდან შორს არის. საჰაერო თავდასხმა დილით, დაახლოებით, 10:50 საათზე (07:50 GMT) მოხდა, განაცხადა უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.
სარაკეტო თავდასხმის ქარცეცხლში საცხოვრებელი კორპუსები მოყვა, რაკეტები ვინიცის ცენტრში ჩამოცვივდა, სადაც დაახლოებით 370 000 მცხოვრებია.
"გადარჩენილების პოვნის მცირე შანსია", - განუცხადა ადგილობრივ ტელევიზიას რეგიონული სასწრაფო დახმარების ხელმძღვანელმა.
20-ზე მეტ მოკლულს შორის სულ მცირე სამი ბავშვია.
"რუსეთი მშვიდობიანი მოქალაქეებს ყოველდღე კლავს, კლავს უკრაინელ ბავშვებს, ახორციელებს სარაკეტო თავდასხმებს სამოქალაქო ობიექტებზე, რომლებიც სამხედრო სამიზნეს არ წარმოადგენენ.
რა არის ეს, თუ არა ღია ტერორისტული აქტი?" - ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში განაცხადა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, რომელიც სამოქალაქო პირებზე თავდასხმას უარყოფს, ჯერჯერობით კომენტარს თავდასხმის შესახებ არ აკეთებს." - წერს გამოცემა.