1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
უკრაინის მეცხრე მოწვევის უმაღლესი რადას მეშვიდე სესიის გახსნის ცერემონიას, რომელზეც მიწვეულნი იყვნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს მისიის ხელმძღვანელის იზოლაციაში ყოფნის გამო, საქართველოს საელჩოს დესპანი, ლევან წურწუმია ესწრებოდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მარი ნარჩემაშვილის განცხადებით, დესპანმა გამოიყენა უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში ყოფნის შესაძლებლობა.
„რაც შეეხება უკრაინის პარლამენტში გამართულ პერფორმანსს, რა დროსაც გამოფენილი იყო მხარდამჭერი ქვეყნების დროშები, საკანონმდებლო ორგანოში გახსნით სესიაზე, გამოიფინა იმ ქვეყნების დროშები, რომელთაც სამხედრო მხარდაჭერა აღმოუჩინეს უკრაინას. სამწუხაროა რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში კვლავ გრძელდება პოლიტიკური სპეკულაცია აღნიშნული თემით.
ხაზს ვუსვამთ, რომ მხარდაჭერის საკითხი, ისეთი ფორმით, როგორც ამის წარმოჩენას ოპონენტები ცდილობენ, არ დგას ჩვენს მეგობარ უკრაინასთან ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში. მეტიც, საქართველოს ხელისუფლებას აქვს მუდმივი, ყოველდღიური კავშირი უკრაინელ მეგობრებთან, ამის დასტურია განხორციელებული სატელეფონო ზარები, განხორციელებული და დაგეგმილი ვიზიტები, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ, მათ შორის ასოცირებული ტრიოს ფორმატში, ყირიმის პლატფორმაში საქართველოს მაღალი დონის მონაწილეობა, კიევში საქართველოს საელჩოს კომუნიკაცია და სხვა ფორმატებში საქართველოს მხრიდან არაერთხელ ღიად გაცხადებული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ“, - აღნიშნავს პრესსპიკერი.