პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გაერთიანებული სამეფოს ინიციატივით, 38 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართავს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.
„დღეს, 38-მა ქვეყანამ მთელი მსოფლიოდან უკრაინაში რუსეთის ბარბაროსული შეჭრის გამო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ყველაზე დიდი საქმით მიმართა. ჩვენ მკაფიო ვართ, რომ პუტინი ვერ ჩაიდენს ამ საზარელ ქმედებებს დაუსჯელად.“- წერს ბორის ჯონსონი ტვიტერში.
ახლა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შესაძლებლობა ექნება, გამოძიება დაიწყოს. სასამართლოში მიმართვას გაერთიანებული სამეფოს გარდა, ასევე მხარი დაუჭირა საქართველომ, ალბანეთმა, ავსტრალიამ, ავსტრიამ, ბელგიამ, ბულგარეთმა, კანადამ, კოლუმბიამ, კოსტა - რიკამ, ხორვატიამ, კვიპროსმა, ჩეხეთის რესპუბლიკამ, დანიამ, ესტონეთმა, ფინდეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, საბერძნეთმა, უნგრეთმა, ისლანდიამ, ირლანდიამ, იტალიამ ლატვიამ, ლიხტენშტაინსა, ლუქსემბურგმა, მალტამ, ნორვეგიამ, ნიდერლანდებმა, ახალმა ზელანდიამ, პოლონეთმა, პორტუგალიამ, რუმინეთმა, სლოვაკეთმა, სლოვენიამ, ესპანეთმა, შვედეთმა, შვეიცარიამ.