ძალიან საინტერესოა, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტები, მათ შორის აშშ-ისა და რუსეთის, უკრაინაში არჩევნებზე საუბრობენ - რა სურთ? სხვა პრეზიდენტი? - ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი

 ძალიან საინტერესოა, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტები, მათ შორის აშშ-ისა და რუსეთის, უკრაინაში არჩევნებზე საუბრობენ, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში.

„რა სურთ? სხვა პრეზიდენტი? კარგი“, - აღნიშნა მან და დაინტერესდა, ხომ არ ფიქრობენ ისინი, რომ სხვა ლიდერი რუსეთის წინაშე უკან დაიხევს.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მისთვის გაურკვეველია, სურს თუ არა ტრამპს უკრაინის პრეზიდენტად ვინმე სხვა იხილოს. „არ ვიცი“, - თქვა მან. - „მას ჩემთვის ეს არ უთქვამს“.

ზელენსკიმ CNN-ს განუცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიები, განსაკუთრებით კი ის საკითხი, თუ როგორი რეაგირება ექნებათ უკრაინის მოკავშირეებს, თუ რუსეთი მომავალში კვლავ შეიჭრება უკრაინაში, კვლავაც შეუთანხმებელ საკითხად რჩება.

მისი თქმით, გამუდმებით ეუბნებიან, თითქოს რუსეთი უბრალოდ არ დაიწყებს სხვა ომს. „ეს ჩემთვის პასუხი არ არის. უკაცრავად“, - აღნიშნა მან.