ირანში საქართველოს საელჩო ინფორმაციას ავრცელებს
1772270709
ახალგაზრდობის სააგენტო, 2026 წლის გეგმებს რეგიონებს აცნობს და საინფორმაციო კამპანიას ახორციელებს. კამპანიის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა რუსთავში, სადაც ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ვახტანგ ბააკაშვილმა, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულს ილია ჯალაღანიას და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს, 2026 წლის განმავლობაში განსახორციელებელი პროექტები გააცნო.
შეხვედრას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე მერიის ახალგაზრდობის განათლებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელ ანელი ჩხარტიშვილთან ერთად დაესწრო. ნინო ლაცაბიძემ შეხვედრაზე, რუსთავის მერიის მიერ განხორციელებულ წარმატებულ ახალგაზრდულ პროექტებზე და სააგენტოსთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრა. „რუსთავის გუნდი ახალგაზრდობის სააგენტოსთან წარმატებით თანამშრომლობს და ჩვენ არა ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. დღევანდელ შეხვედრაზე, არსებული გამოწვევები და ის პროექტები, რომელებიც 2026 წელს განხორციელდება, უკვე რეგონულ ჭრილში განვიხილეთ. აღნიშნული პროექტები, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას, მათთვის განათლეების, დასაქმებისა და კარიერული ზრდის ახალი შესაძლებლობების მიცემას ემსახურება“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
მოგვიანებით, ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლებმა, წლის გეგმების პრეზენტაცია, რუსთავის ახალგაზრდობის სასახლეში შეკრებილ ახალგაზრდებსაც წარუდგინეს. „ახალგაზრდობის სააგენტო რეგიონულ კამპანიას აგრძელებს. დღეს ქვემო ქართლს ვესტუმრეთ, სადაც შეხვედრები გავმართეთ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, მუნიციპალიტეტების მერებთან, ახალგაზრდული სამსახურების ხელმძღვანელებთან და რა თქმა უნდა შევხვდით რეგიონის ახალგაზრდებს. შეხვედრებზე განვიხიეთ 2026 წლის გეგმები და ის პროექტები, რომლებსაც ახალგაზრდებთან მჭიდრო თანამშრომლობით მუნიციპალიტეტებში განვახორციელებთ“, - განაცხადა ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ ანა ბუხრაშვილმა. 2026 წელს, ახალგაზრდობის სააგნტო, საინტერესო საგრანტო კონკურსების გამოცხადებას, ახალგაზრდული ბანაკებისა და აქტუალური ინსპირაციული შეხვედრების ორგანიზებას გეგმავს