ბოლო, განახლებული მონაცემები - რა მდგომარეობაა ამ დროისთვის ირანში, ისრაელსა და მიმდებარე ქვეყნებში

ირანი

ირანმა აშშ-ის ძალებს კატარში, ბაჰრეინში, ქუვეითსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაარტყა.

ბაჰრეინმა დაადასტურა, რომ აშშ-ის საზღვაო ძალების მეხუთე ფლოტის შტაბ-ბინა სარაკეტო თავდასხმის სამიზნე გახდა. 

 არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ- დაბიში ძლიერი აფეთქება იყო.

კატარმა, ქუვეითმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა დახურეს მათი საჰაერო სივრცეები. მანამდე, თეირანმა დაადასტურა, რომ აშშ-ისრაელის დარტყმების საპასუხოდ ისრაელის მიმართულებით რაკეტები და დრონები გაუშვა.

აიათოლა ალი ხამენეი აშშ-სა და ისრაელის ერთობლივი სამხედრო ოპერაციის დროს ირანში არ იმყოფებოდა.

ისრაელში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციების დაცვისკენ მოუწოდებს.