რისი წელი იქნება 2027 და რომელი ზოდიაქოს ნიშნები იქნებიან წლის ფავორიტები
1788890595
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.
როგორც ზელენსკიმ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, საგანგებო სხდომის გამართვის გადაწყვეტილება მან რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე გაკეთებული განცხადებების გათვალისწინებით და გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებთან სატელეფონო კონსულტაციების გამართვის შემდეგ მიიღო.
„რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს სხდომაზე გაკეთებული განცხადებების გათვალისწინებით, მე გავმართე საგანგებო კონსულტაციები ემანუელ მაკრონთან, ოლაფ შოლცთან და მოვიწვიე ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომა“ , – წერს ვლადიმირ ზელენსკი.