DW: NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი უკრაინას ტერიტორიებზე დროებით უარის თქმას სთავაზობს

iens stoltenbergi

ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინას ომის სწრაფი დასრულებისთვის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარის თქმა მოუწევს. ინფორმაციას DW ავრცელებს.

„ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინა სამუდამოდ იტყვის უარს ამ ტერიტორიებზე“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ნატოს გენმდივნის აზრით, მნიშვნელოვანია, რომ კიევმა ტერიტორიების დროებითი დათმობით უსაფრთხოების გარანტიები მიიღოს - ნატოში წევრობა ან სხვა „შესაძლებლობები“, უკრაინელების მომარაგება იარაღით და მხარდაჭერა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების დიდი დანაკარგების გათვალისწინებით, სტოლტენბერგის თქმით, ის მხარს უჭერს ზელენსკის გადაწყვეტილებას არ წავიდეს ტერიტორიების დათმობაზე ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში, თუმცა ფიქრობს, რომ დღევანდელ პირობებში ეს რთულად მისაღწევია.