გვინეაში საფეხბურთო მატჩისას შეტაკებების დროს, სულ მცირე, 56 ადამიანი დაიღუპა

გვინეაში საფეხბურთო მატჩისას შეტაკებების დროს, სულ მცირე, 56 ადამიანი დაიღუპა

გვინეაში საფეხბურთო მატჩისას შეტაკებების დროს, სულ მცირე, 56 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ოფიციალური პირები ავრცელებენ.

როგორც მედია წერს, დაპირისპირება გამოიწვია მსაჯის საკამათო გადწყვეტილებამ ტურნირის ფინალში, რომელიც გვინეის სამხედრო ლიდერის, მამადი დუმბუიას პატივსაცემად იყო გამართული.

მსაჯის გადაწყვეტილების შემდეგ ერთ-ერთი გუნდის მხარდამჭერებმა მოედნის მიმართულებით ქვების სროლა დაიწყეს, რის გამოც პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ოფიციალური პირების თქმით, სტადიონზე მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, როგორ ცდილობენ გულშემატკივრები გადაჭედილი სტადიონიდან გამოსვლას.

მედიის ინფორმაციით, მამადი დუმბუია, სავარაუდოდ, მონაწილეობის მიღებას აპირებს 2025 წლისთვის დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში.