პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ომის 324-ე დღე. უკრაინა დონბასში ოკუპანტთა იერიშებს იგერიებს. ყველაზე ცხელ წერტილად ამ დრომდე, ქალაქი სოლედარი რჩება. დაჯგუფება „ვაგნერის“ მეთაური ირწმუნება, რომ ქალაქი მათ კონტროლს ექვემდებარება, უკრაინული მხარე კი აცხადებს, რომ სოლედარისთვის ბრძოლა გრძელდება.
როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში აცხადებენ, ოკუპანტები სოლედარის ალყაში მოქცევას ცდილობენ, თუმცა ცოცხალი ძალის მძიმე დანაკარგს განიცდიან. ქალაქზე კონტროლის დაკარგვას არც უკრაინის პრეზიდენტი ადასტურებს.