1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება პარტნიორებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაგმონ ლუგანსკის ოლქში მდებარე სტანიცა ლუგანსკაიას რაიონის დაბომბვა.
მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი მინსკის შეთანხმების უხეში დარღვევაა.
„ოკუპირებული ტერიტორიებიდან მძიმე არტილერიის გამოყენებით ცეცხლი გაუხსნეს უკრაინულ დასახლება სტანიცა ლუგანსკაიას. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტნიორს, დაგმოს მინსკის შეთანხმების ეს უხეში დარღვევა, როდესაც სიტუაცია რეგიონში ისედაც დაძაბულია“, – წერს კულება „ტვიტერის“ გვერდზე.
З окупованої території Донбасу з тяжкої зброї обстріляне українське село Станиця Луганська. Пошкоджена цивільна інфраструктура. Ми закликаємо всіх партнерів негайно засудити це серйозне порушення Мінських угод з боку Росії в умовах і так напруженої ситуації в галузі безпеки.
— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) February 17, 2022