„დიდი ხნის წინათ, მეუფე იონამ მითხრა: დატოვე უკრაინა, წამოიყვანე ცოლ-შვილი, მალე იქ დიდი უბედურება დატრიალდებაო“ - რას იხსენებს უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ყოფილი ელჩი ლატვიაში, რაულ ჩილაჩავა

რაულ ჩილაჩავა

2005-2010წწ. უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიაში, რაულ ჩილაჩავა  მეუფე იონას წინასწარმეტყველებას იხსენებს, რომელიც მას წლების წინ უთხრა.

„ერთხელ, დიდი ხნის წინათ, 1982 წელს, რუსთაველზე შემხვდა პოეტი და ფილოსოფოსი მურთაზ ჩახავა, მომავალში მეუფე იონა. ვისაუბრეთ. დამშვიდობებისას მურთაზმა მითხრა:

დატოვე უკრაინა, წამოიყვანე ცოლ-შვილი და და დაბრუნდი საქართველოში. მალე იქ დიდი უბედურება დატრიალდება, იქნება არნახული ომი და ნუ შეეწირები მას ბრმად. მისთვის არ მითქვამს, მაგრამ გულში გამეცინა:

ეს რა ბოდვაა-მეთქი. ერთხელ მისი გაფრთხილების შესახებ ოჯახშიც მოვყევი და მერე დამავიწყდა კიდეც. ახლა, როცა უკრაინის ომს გარიდებული სოფელში ჩამოვედი, ჩემი ძმის ქვრივმა იგი შემახსენა. გამაჟრიალა. საიდან ჰქონდა, ნეტავ, მურთაზს ეს წინასწარმეტყველური ცოდნა?“, - წერს რაულ ჩილაჩავა.