დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო რუსეთს ზუსტი დამიზნების საბრძოლო მასალის მარაგის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

დიდი ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთს ზუსტი დამიზნების საბრძოლო მასალის მარაგი, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად ამოეწურა. ინფორმაციას AP ავრცელებს. 

მათივე ცნობით, უკრაინაში შეჭრის დაწყებისას, რუსეთი საჯაროდ ავრცელებდა, რომ ჰქონდა უნარი, განეხორციელებინა წერტილოვანი დარტყმები და შეეზღუდა თანმხლები ზიანი და აცხადებდა, რომ უკრაინის ქალაქები დაცული იქნებოდნენ დაბომბვისგან. 

„თუმცა, რადგან კონფლიქტი გრძელდება იმაზე დიდხანს, ვიდრე რუსეთი ომამდე ელოდა, ზუსტი დამიზნების საბრძოლო მასალის მარაგი, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად ამოიწურა. ამან რუსეთი აიძულა, ადვილად ხელმისაწვდომი, მაგრამ დაძველებული საბრძოლო მასალა გამოეყენებინა, რომელიც ნაკლებად უტყუარი, ზუსტი და ადვილად მოსაგერიებელია. რუსეთი, სავარაუდოდ, იბრძოლებს იმ ზუსტი დამიზნების იარაღის ჩასანაცვლებლად, რომელიც უკვე გამოიყენა,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.