ვოლოდიმირ ზელენსკი დარია დუგინას მანქანის აფეთქებაში ეჭვმიტანილზე პირველ კომენტარს აკეთებს

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ცნობილი რუსი ულტრანაციონალისტი ფილოსოფოსის, ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინას მკვლელობის საქმეზე უკრაინის პასუხისმგებლობა უარყო და განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი უკრაინის მოქალაქე არ არის.

„ეს არ არის ჩვენი პასუხისმგებლობა. ის არ არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქე. ჩვენ არ ვართ დაინტერესებული მისით“, - განაცხადა უკრაინის პირველმა პირმა.

შეგახსენებთ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მტკიცებით, თავდამსხმელი უკრაინელი ქალი იყო, რომელიც რუსეთში 23 ივლისს ჩავიდა თავის მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთად.

დუგინას ავტომობილში მოთავსებული ასაფეთქებელი ნივთიერების დისტანციური აფეთქების შემდეგ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თქმით, თავდამსხმელმა ქალმა და მისმა ქალიშვილმა რუსეთი ავტომობილით დატოვეს და ესტონეთში გადავიდნენ.