დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
„ბევრი ხმაურია ჩვენი დარტყმების შესახებ მეზობელი ქვეყნის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. დიახ, ჩვენ ამას ვაკეთებთ. მაგრამ ვინ დაიწყო ეს?",- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
"ვინ დაარტყა ყირიმის ხიდს, ვინ ააფეთქა კურსკის ატომური ელექტროსადგურიდან ელექტროგადამცემი ხაზები?
ვინ არ აწვდის წყალს დონეცკს? მილიონიანი ქალაქისთვის წყლის არ მიწოდება - ეს გენოციდის აქტია. ამაზე არავის არსად სიტყვა არ უთქვამს. სრული დუმილია. ჩვენ უბრალოდ უნდა განვაგრძოთ მოქმედება და გავაკეთოთ რაიმე საპასუხოდ. ხმაური, რომელმაც მსოფლიო მოიცვა ვერ შეგვიშლის ხელს, ჩვენი საბრძოლო მისიების შესრულებაში“, - განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა.