პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გასულ კვირას 41 წლის ამერიკელი ქალის საქმეზე სასამართლომ იმსჯელა. ჰიუსტონის მკვიდრი, სარა ბიმი, დააკავეს 3 იანვარს, როდესაც ქალმა თავისი 13 წლის ვაჟი მანქანის საბარგულით მიიყვანა COVID-19-ის ტესტირების პუნქტში.
ექთანმა, რომელიც დაწესებულების წინ დაგროვილი მანქანების რიგში მიდიოდა, ხმაური გაიგონა და ქალს სთხოვა საბარგულის გახსნა. მან დაინახა „გვერდულად მწოლიარე მოზარდი“, იუწყება CTV News. მან დედას უთხრა, რომ ბიომასალას არ აიღებდა ბავშვისგან, სანამ ის მანქანის უკანა სავარძელზე არ გადაჯდებოდა და პოლიციას არ დაურეკავდა. ექთანი რომ დაბრუნდა, ბავშვი უკვე მანქანაში იჯდა – როგორ აძვრა ბიჭი საბარგულიდან სამგზავრო განყოფილებაში, ქუჩის სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს.
სარამ თავისი ქმედება იმით ახსნა, რომ „ბიჭს კოვიდზე დადებითი ტესტი მოუვიდა და მას არ სურდა შვილისგან დაინფიცირება“.
სანამ პოლიცია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს იძიებს, სავსებით შესაძლებელია, რომ სარას ბავშვზე ძალადობის ბრალდება წაუყენონ. გასულ კვირას სასამართლოში სარა ბიმის საქმე განიხილებოდა, საიდანაც ქალი სახლში 1 500 დოლარის გირაოს სანაცვლოდ დაბრუნდა. მოსამართლე ამ დრომდე ვერ ხედავს მიზეზს, დედის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრისთვის, მაგრამ რაიონულ პროკურორს საშუალება მისცა, შემთხვევის გარემოებების შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეაგროვოს.
ამერიკელი ქალბატონი Cypress Falls High School-ში მასწავლებლად მუშაობს. გამოძიების მიმდინარეობისას ის შვებულებაში გაუშვეს.