პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ევროპელ მოკავშირეებს უთხრა, რომ აშშ-ს სწამს, რუსეთის უკრაინაში შეჭრა 2022 წლის ბოლომდე გაგრძელდება.
CNN-თან საუბრისას ოფიციალურ პირთა დიდმა ნაწილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძნელია ომის დასასრულის პროგნოზირება. თუმცა, მათი თქმით, ფაქტია, რომ ვლადიმირ პუტინის საბოლოო მიზნები შეიცვალა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ დიპლომატიური მოლაპარაკებები მანამ განაგრძოს, სანამ სამხედრო თვალსაზრისით არ დამარცხდება.
გუშინ, 14 აპრილს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა თქვა, რომ ბრძოლა ,,თვეები, მეტი ხანიც შეიძლება გაგრძელდეს“ ხოლო რამდენიმე ევროპელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ, დიდი ალბათობით, აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლა 4-დან 6 თვემდე გაგრძელდება.