გარდამტეხი მომენტი: უკრაინაში რუსეთის შეჭრის მეხუთე დღე

  kiev

უკრაინული მედია უკრაინაში რუსული საოკუპაციო ძალების შეჭრიდან მე-5 დღის მონაცემებს აქვეყნებს, რაც ამ დროისთვის ცნობილია. 

გამოცემა წერს, რომ ევროკავშირისგან უკრაინა უპრეცედენტო დახმარებას მიიღებს და ამასთანავე, საომარ მოქმედებებში მყოფი ქვეყნის მთავარ საკითხად დღევანდელი მოსალოდნელი შეხვედრა რჩება, რომელშიც მონაწილეობა მხარეებმა - უკრაინამ და რუსეთმა უნდა მიიღოს. 

  • კიევში, დაახლოებით, დილის 4 საათზე რუსულმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინის დედაქალაქისა და ხარკოვის დაბომბვა განაახლეს.
  • დღეს მოსალოდნელია, რომ რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების მოლაპარაკებები ბელორუსი-უკრაინის საზღვართან შედგება. 
  • ერთი დღით ადრე, პუტინმა ბრძანება „სპეციალური საბრძოლო მორიგეობის რეჟიმზე“ გადაყვანის ბრძანება გასცა. 
  • რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ საბრძოლო დანაკარგები პირველად აღიარა, მაგრამ მონაცემები  არ გამოაქვეყნა.
  • უკრაინის გენერალური შტაბი აცხადებს, რომ რუსული არმიის დანაკარგები 4500 ადამიანს შეადგენს.
  • უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი მონაცემები მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის შესახებ: ომის 352 ადამიანია დაღუპული, ხოლო 1 684 დაიჭრა.
  • ევროკავშირი უკრაინას 450 მილიონი დოლარის ლეტალურ იარაღს გადასცემს. ეს ევროკავშირის ისტორიის მანძილზე აქტიურ კონფლიქტურ ზონაში იარაღის მიწოდების პირველი შემთხვევაა. გარდა ამისა, ევროკავშირის ცალკეული ქვეყნები უკრაინაში  მებრძოლებს გადაიყვანენ.
  • კვირას, რუსეთში ომის საწინააღმდეგო აქციებზე 2700-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, ბელორუსში კი სულ მცირე 545 (მონაცემები დაზუსტებულია).