ოლაფ შოლცი: რუსეთისთვის უკრაინაში ინტერვენციაზე საპასუხოდ დაწესებული სანქციები არ მოიხსნება, ვიდრე მოსკოვი კიევთან მშვიდობიან შეთანხმებას არ მიაღწევს

olaf sholci

რუსეთისთვის უკრაინაში ინტერვენციაზე საპასუხოდ დაწესებული სანქციები არ მოიხსნება, ვიდრე მოსკოვი კიევთან მშვიდობიან შეთანხმებას არ მიაღწევს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გერმანიის კანცლერის თქმით, ვლადიმერ პუტინი შეცდა, თუკი ფიქრობდა, შეეძლო უკრაინისგან ტერიტორიის ხელში ჩაგდება.

„მან არ გათვალა მთელი უკრაინის ოპერაცია ბოლომდე. ის არ ფიქრობდა, რომ უკრაინა ასეთ წინააღმდეგობას გასწევდა. ის არ ფიქრობდა, რომ ჩვენ მათ მხარს დავუჭერდით, რომ დამდგარიყვნენ ასე დიდხანს. ჩვენ არ გავაუქმებთ სანქციებს, ვიდრე ის უკრაინასთან შეთანხმებას არ მიაღწევს“, – განაცხადა შოლცმა.