"ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა სამართლიანობა აღადგინეს" - უკრაინაში ლიკვიდირებულია კიდევ ერთი რუსი პოლკოვნიკი

likvidirebuli

უკრაინული მედიის ცნობით, ლიკვიდირებულია ელიტარული რუსი სამხედრო. 

"უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა საჰაერო სადესანტო ძალების 331-ე კოსტრომის პოლკის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი სუხარევი გაანადგურეს.

ეს იგივეა, ვინც 2014 წელს, ამავე 331-ე პოლკს მეთაურობდა, რომელმაც უკრაინელი ჯარისკაცების კოლონები ილოვაისკის მახლობლად გაანადგურა.

ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა სამართლიანობა აღადგინეს." - წერს გამოცემა YNIAN-ი.