პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ The Economist- ს გულწრფელი ინტერვიუ მისცა , სადაც მეუღლესთან, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ურთიერთობაზე ისაუბრა.
ოლენას თქმით, მათი ურთიერთობის ისტორია სკოლის წლებში დაიწყო. ამის შემდეგ კრივოი როგში ცხოვრობდნენ. როგორც თავად პირველი ლედი ამბობს, ეს ერთი ნახვით სიყვარული არ ყოფილა. არც კი იცოდა მოსწონდა თუ არა.
როგორც აღმოჩნდა, ოლენას მის მეუღლეში თავიდანვე ყველაზე მეტად იუმორის გრძნობა მოსწონდა.
ცნობილია, რომ ქორწინებამდე ისინი რვა წლის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს და მხოლოდ 2003 წელს გადაწყვიტეს ურთიერთობისთვის ოფიციალური სახე მიეცათ.
ქორწინებაში მათ ორი მშვენიერი შვილი შეეძინათ - ქალიშვილი ალექსანდრე და ვაჟი კირილე.
ზელენსკა ყოველთვის ქმრის გვერდით იყო, მხარს უჭერდა და ეხმარებოდა. ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც ის მუშაობდა Kvartal 95-ის სტუდიაში, მან ვოლოდიმირს სცენარი დაუწერა. 2019 წელს კი, როდესაც ზელენსკიმ მოიგო უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები, ოლენა გახდა პირველი ლედი, რომლითაც ახლა მთელი მსოფლიო ამაყობს.