ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთისკენ ამოუცნობი ჭურვი გაუშვა, რომელიც, შესაძლოა,  ბალისტიკური რაკეტა იყოს

რაკეტა

ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთისკენ ამოუცნობი ჭურვი გაუშვა, რომელიც, შესაძლოა,  ბალისტიკური რაკეტა იყოს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. 

სამხრეთ კორეის სამხედროების განცხადებით, მეზობელმა დაუდგენელი ჭურვი გაისროლა, რომელიც დღეს დილით აღმოსავლეთისკენ გაფრინდა. იაპონიის სანაპირო დაცვა აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეამ შესაძლოა ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. 

ცნობისთვის, კიმ ჩენ ინის რეჟიმმა ბოლოს ბალისტიკური რაკეტა იანვრის ბოლოს გაუშვა, როდესაც მან რაკეტების ტესტირების ყველაზე დიდი სერია დაიწყო.

 ჩრდილოეთ კორეა ხშირად მიმართავს პროვოკაციებს პოლიტიკური მიზნებისთვის. როგორც გამოცემა წერს, უახლესი გაშვება სამხრეთ კორეაში საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ხდება. მაშინ, როცა ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და ერთ-ერთ უდიდეს საერთაშორისო გამოწვევაზეა კონცენტრირებული.