ჩინეთმა რუსეთისგან ნავთობის შესყიდვა შეაჩერა

ნავთობი

ჩინეთის ნავთობტრეიდერებმა, რომლებიც რუსული ნავთობის ყველაზე მსხვილი შემსყიდველები არიან, რუსული ნავთობის შესყიდვა შეაჩერეს. ამის შესახებ ინფორმაციას  „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

შედეგად, რუსულ ნავთობზე ფასი რეკორდულად ეცემა. 

გადაწყვეტილების მიზეზი რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შედეგად ამოქმედებული დასავლური ფინანსურ-ეკონომიკური სანქციებია.

შემსყიდველები, რომლებიც რუსულ ნავთობს აღმოსავლეთის პორტებში ყიდულობდნენ, აცხადებენ, რომ სანამ სანქციების მოქმედებას ნათელი არ მოეფინება, აჩერებენ ნავთობის შესყიდვას.

მათივე განცხადებით, შიშობენ, რომ რუსული ნავთობის შესყიდვის შემთხვევაში, თავადაც არ მოხვდნენ სანქციების სიაში.