კლინიკებში მიმართვიანობა გაიზარდა - რომელი ვირუსები ცირკულირებს საქართველოში
1734784051
ჩემი, როგორც ნატო-ს ახალი გენერალური მდივნის, პრიორიტეტი და პრივილეგიაა უკრაინის მხარდაჭერის და გამარჯვების უზრუნველყოფა, – ამის შესახებ ნატო-ს ახალმა გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ კიევში ვიზიტისას, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ალიანსის გენერალურმა მდივანმა უკრაინის სამხედრო დახმარების აუცილებლობაზეც ისაუბრა.
„ჩვენ ვიცით, რომ უკრაინას აქვს სასწრაფო საჭიროებები და ჩვენ ვმუშაობთ, რათა გავაკეთოთ მეტი და უფრო სწრაფად. ბოლო რამდენიმე კვირაში რამდენიმე მოკავშირემ გამოაცხადა უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების შესახებ, მათ შორის ახალი კონტრიბუციებია დანიიდან, ლატვიიდან, გაერთიანებული სამეფოდან და რვა მილიარდ დოლარამდე დახმარება აშშ-დან. უკრაინის მხარდაჭერა და ჩვენი საკუთარი მარაგების შევსება ნიშნავს თავდაცვითი წარმოების გაზრდას და ეს იქნება ჩემი პრიორიტეტი“, – განაცხადა რუტემ.
რაც შეეხება უკრაინის ნატო-ში ინტეგრაციას, რუტეს თქმით, უკრაინა ნატო-სთან ახლოს არის, როგორც არასდროს და ეს გზა უკრაინის ალიანსში გაწევრიანებამდე გაგრძელდება.
„უკრაინა დღითი დღე ძლიერდება და ნატო-სთან მისი ურთიერთთავსებადობა იზრდება. ის არის მომზადებული უკეთესად, ვიდრე ოდესმე, რომ შეუერთდეს ჩვენს ალიანსს. და ეს არის არსებითად ხიდის შენება უკრაინის ნატო-ში წევრობისკენ. ვფიქრობ, დადგება დღე, როდესაც უკრაინა იქნება ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი. ნება მიბოძეთ, დავამატო, თუ ვინმე შეიძლება, საპირისპიროდ ფიქრობდეს – რუსეთს ამ საკითხზე არ აქვს ხმის და ვეტოს უფლება“, – განაცხადა რუტემ.
თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინელები იმსახურებენ ნატო-ს წევრობას.
„უკრაინას შეუძლია, გახდეს ნატო-ს 33-ე წევრი ქვეყანა და ჩვენი აზრით, უკრაინელები ამას იმსახურებენ. დღეს ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ჩვენი თანამშრომლობის პერსპექტივები, ძირითადი პრიორიტეტები, რომლებსაც შეუძლია უკრაინის გაძლიერება და ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავება. ასევე, დღეს განვიხილეთ გამარჯვების გეგმის ელემენტები“, – განაცხადა ზელენსკიმ.