ახლა 100 000-ზე მეტი დამპყრობელი იმყოფება ჩვენს მიწაზე, ისინი ისვრიან საცხოვრებელი კორპუსების მიმართულებით - ზელენსკი

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მას მხარს მსოფლიო ლიდერების უმრავლესობა უჭერს.

„ვესაუბრე ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდა მოდის. მე მას ინფორმაცია მივაწოდე იმის შესახებ, თუ როგორ უპასუხა უკრაინა რუსეთის აგრესიას. ახლა 100 000-ზე მეტი დამპყრობელი იმყოფება ჩვენს მიწაზე. ისინი ისვრიან საცხოვრებელი კორპუსების მიმართულებით. ინდოეთს მოვუწოდე აღმოგვიჩინოს პოლიტიკური მხარდაჭერა გაეროს უშიშროების საბჭოში. შევაჩეროთ აგრესორი ერთად!“- წერს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტმა „ტვიტერზე“ კიდევ ერთი პოსტი გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ მხარდაჭერის ზარებს იღებს.

„ველაპარაკე შვეიცარიის პრეზიდენტსა და საბერნეთის პრემიერ-მინისტრს. გმადლობთ იმ გადაწყვეტილებების მიღებისთვის, რომლებიც უკრაინისთვის კონკრეტული დახმარების აღმოჩენას გულისხმობს“, - წერს ის.