უმძიმესი ტრაგედია ხონში - ავარიას სამი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
1744984745
დიდი ბრიტანეთი ნორვეგიასთან ერთად უკრაინას გაუწევს დამატებით 450 მილიონი გირვანქა სტერლინგის სამხედრო დახმარებას.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ თანხიდან 350 მილიონს ბრიტანეთი, ხოლო 100 მილიონს ნორვეგია გასცემენ.
თანხა განკუთვნილია დრონების, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმების და რადარების წარმოებისა და ბრიტანეთის მიერ უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო ტექნიკის რემონტისა და სხვა საჭიროებებისთვის.
ლონდონმა გადაწყვეტილება გამოაცხადა უკრაინის დასახმარებლად შექმნილი საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრის წინ. ეს სხდომა დღეს, 11 აპრილს ბრიუსელში გაიმართება.
„რამშტაინის ფორმატის“ სახელით ცნობილი ჯგუფი 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს. ის აშშ-ის წინა, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ინიციატივით შეიქმნა და სხდომებს ყოველთვის აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ხელმძღვანელობდა.