Bild: ტრამპი უარს ამბობს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე, თუნდაც ფულის სანაცვლოდ

ტრამპი

ტრამპი უარს ამბობს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე, თუნდაც ფულის სანაცვლოდ, - წერს გერმანული გამოცემა Bild.

როგორც გერმანული გამოცემა აღნიშნავს, დონალდ ტრამპი ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებებით უფრო მეტად არის დაინტერესებული, ვიდრე იარაღის მიწოდებით ფულის გამომუშავებით.

9 აპრილს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს Patriot-ის 10 კომპლექსის შეძენის მზადყოფნის შესახებ განუცხადა.

„ვუთხარი მას, მოგვეცით Patriot-ის თუნდაც 10 კომპლექსი. ბევრი სხვადასხვა ფორმატი და ინსტრუმენტია, რისთვისაც მზად ვართ. ჩვენ მზად ვიყავით შესაბამისი პაკეტისთვის 30 მილიარდი დოლარი და 50 მილიარდი დოლარიც კი გვეპოვა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

თუმცა, ტრამპმა, რომელიც წუხდა იმის გამო, რომ ამერიკა ძალიან ბევრს ხარჯავდა უკრაინის დახმარებაზე, არანაირი ენთუზიაზმი არ გამოავლინა იარაღის გაყიდვით ფულის გამომუშავების შესაძლებლობის მიმართ.