ბენილუქსის ერთ-ერთი ქვეყანა უკრაინის NATO-ში გაწევრიანების წინააღმდეგ გამოვიდა

ბენილუქსის ერთ-ერთი ქვეყანა უკრაინის ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგ გამოვიდა

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი ქსავიე ბეტელი უკრაინის ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგ გამოვიდა , - იუწყება Spiegel-ი.

ბეტელმა ამის შესახებ ბრიუსელში განაცხადა, სადაც ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა.

„მე ვთვლი, რომ ნატოში (უკრაინის) გაწევრიანება ისევ დაძაბულობას მოიტანს“, - განაცხადა ბეტელმა.

მისი თქმით, ნატოში ისეთი ქვეყნის გაწევრიანებამ, რომელსაც თავს რუსეთი დაესხა „შეიძლება მაშინვე გამოიწვიოს შემდგომი კონფლიქტები“. ამავდროულად, მან დაუჭირა მხარი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას.

შეხვედრის დაწყებამდე ბეტელი ასევე გამოვიდა იმის წინააღმდეგ, რომ ნატოს სამხედროები გააგზავნონ უკრაინაში. მისი თქმით, ეს ესკალაციის გამომწვევი ნაბიჯია.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყების დღეს გამოაქვეყნა თავისი პოზიცია შესაძლებელ უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, რომლებიც შეიძლება განიხილებოდეს, როგორც რუსეთის აგრესიის შემაკავებელი ინსტრუმენტი.