1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ბახმუტის დაკავება რუსეთს დონეცკის ოლქის სხვა დასახლებული პუნქტებისკენ გაუხსნის გზას, სწორედ ამიტომ განაგრძობენ უკრაინელი სამხედროები ქალაქის დაცვას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ ტელეკომპანია „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ გვესმის, რომ ბახმუტის დაკავების შემდეგ ისინი წინ წაწევას შეძლებენ. ისინი შეიძლება, კრამატორსკისკენ წავიდნენ, შეიძლება, სლავიანსკისკენ. ბახმუტის შემდეგ რუსებისთვის გაიხსნება გზა დონეცკის მიმართულებით უკრაინის სხვა ქალაქებში. სწორედ ამიტომ დგანან იქ ჩვენი ბიჭები“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, უკრაინისთვის ბახმუტის დაცვა ტაქტიკური გადაწყვეტილებაა. მისივე განცხადებით, რუსეთი ბახმუტის თავზე თუნდაც „პატარა დროშის“ აღმართვას თუ შეძლებს, ეს დაეხმარება რუსულ საზოგადოებაში იმ იდეის მობილიზებას, რომ ისინი ძლიერ არმიას წარმოადგენენ.
„სამხედროები თავადაც ხედავენ, რომ ჩვენ უნდა დავრჩეთ იქ ძლიერები იმის მიუხედავად, რომ რუსეთმა დაანგრია მთელი ქალაქი და ყველაფერი, რაც იქ იყო. სამხედროები ეხმარებოდნენ ბავშვებს, სამოქალაქო პირებს ქალაქიდან წასვლაში – დღევანდელ დღემდე ხალხი ტოვებდა ბახმუტს. ჩვენ ვეხმარებოდით ყველას“, – აღნიშნა ზელენსკიმ.