პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
აზოვსტალის გენერალური დირექტორი ენვერ ცქიტიშვილი ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში უკრაინაში რუსეთის შეჭრის და ,,აზოველთა” შესახებ საუბრობს.
„ჩვენ წინასწარ მოვემზადეთ, ამ ომისთვის. თავშესაფრებში ვენტილაცია გავიყვანეთ. გვირაბებში ელექტროგაყვანილობა, რომ შესაძლებელი ყოფილიყო - ელექტროენერგიით სარგებლობა, უბრალოდ ტელეფონის დატენვა. შევიტანეთ წყალი, საკვების მარაგი...
როცა ომი დაიწყო, ჩვენ ყველას გავუსხენით კარი და არ ჰქონდა მნიშვნელობა, ჩვენი თანამშრომელი იყო თუ არა.
24-ში, როცა ომი დაიწყო, ქარხანა ტექნიკურად გავაჩერეთ, რომ არანაირად არ მომხდარიყო, ქიმიური გაჟონვა.
„აზოვის" მეომრები, თავშესაფარში მყოფი ჩვილებისთვის, ღამით გადიოდნენ ქალაქში და პამპერსები და მედიკამენტები მოჰქონდათ. დღისით იბრძოდნენ, ღამით კი ჩვილებზე ზრუნავდნენ.
ჩემი ქარხნის თანამშრომლები, საწარმოების უფროსები, სასწრაფო დახმარების მანქანებში ისხდნენ და ქალაქში დაჭრილებს აგროვებდნენ. მე მყავს თანამშრომლები, რომლებმაც ოჯახები გაიყვანეს ქალაქიდან და უკან მობრუნდნენ, რომ მოხალისეებად ემუშავათ და ქალაქის მოსახლეობას დახმარებოდნენ.....წარმოშობით ქართველი ვარ, მამა ქუთაისში დაიბადა. იქ ნათესავები მყავს. ბავშვობაში ვისვენებდი ხოლმე, ქუთაისის ახლოს, ერთ ულამაზეს ადგილას, სადაც ახლა ცხოვრობენ ბიძა, ბიძის ცოლი, ჩემი დები“, - ამბობს ენვერ ცქიტიშვილი.