პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„აზოვის ბატალიონთან კონტაქტი აღდგა“, - ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პიოტრ ადიშენკომ განაცხადა.
აზოვსტალის ტერიტორია, სადაც ვრცელდებოდა ინფორმაცია რომ რუსულმა არმიამ დაიწყო შტურმი
„სამხედროებთან კონტაქტი აღდგა. რუსი ოკუპანტებისგან მოხდა მორიგი შტურმის განხორციელება ქარხანაზე, თუმცა ის უშედეგო აღმოჩნდა.
ოკუპანტები ახლა ქალაქის ქუჩებში აგროვებენ ცხედრებს და შემდეგ ეს ცხედრები გადააქვთ კრემატორიუმებში, ასევე მათ მარხავენ საძმო საფლავებში, ათავსებენ ტომრებში, როგორც ნაგავს ისე ექცევიან ცხედრებს და ას ყრიან ამ ორმოებში“, - განაცხადა მარუპოლის მერის მრჩეველმა პიოტრ ადიშენკომ „რუსთავი 2-თან“ საუბრის დროს.
დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზოვსტალის ტერიტორიაზე რუსული სამხედროები შიჭრნენ და მისი შტურმით აღებას ცდილობდნენ.
მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ „აზოვსტალის“ ქარხსნის ტერიტორიაზე რუსები შეიჭრნენ, ქარხანაში გამაგრებულ მებრძოლებთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.
„აზოვსტალი“ ამ დრომდე ერთადერთი ტერიტორიაა მარიუპოლში, რომლის აღება ორთვიანი ომის შედეგად, რუსეთმა ვერ შეძლო. მიწისქვეშა ქალაქიდან ბოლო დღეების განმავლობაში ქალების, ბავშვებისა და ადამიანების ევაკუაცია რამდენჯერმე განხორციელდა, თუმცა იქ კვლავ რჩებიან 200-მდე მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები.