პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომში აზერბაიჯანის ნეიტრალური პოზიცია კიევისთვის გასაგებია, თუმცა ეს გაგება დიდხანს ვერ გაგრძელდება, ამის შესახებ ზელენსკიმ უცხოელ ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მე აზერბაიჯანისგან ჯერ არ გამიგია, რომ ის მზადაა, იყოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტი, მაგრამ პრეზიდენტი ალიევი მუდამ მხარს უჭერდა უკრაინას. იყო ჰუმანიტარული დახმარება და სამედიცინო მხარდაჭერა. რაც შეეხება შეიარაღების საკითხს, ჩემი აზრით, დღეს აზერბაიჯანისთვის რთულია შეიარაღებით დაეხმაროს უკრაინას, ეს სიმართლეა და ამის გაგება შესაძლებელია, რადგან მათ აქვს მთიანი ყარაბაღი, არსებობს ეს საკითხი, ის ისტორიული და ძალიან რთული საკითხია, მე ეს მესმის.
ასევე, გეტყვით, რომ აზერბაიჯანი არის ერთ-ერთი იმ ძალიან ცოტა ქვეყანას შორის, რომელთა ნეიტრალურობის ბალანსი ჩვენთვის გასაგებია. მე მესმის, რადგან აი, ახლა შეიძლება, დაიწყოს ომი. თუმცა მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც მეტს ველოდებით, დიდხანს ჩვენი მხრიდან ეს გაგება ვერ გაგრძელდება, რადგან ჩვენ ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ. ყოველდღე იღუპებიან ჩვენი ბიჭები, თქვენც უნდა გაიგოთ ჩვენი. აზერბაიჯანთან კარგი ურთიერთობები გვაქვს", – განაცხადა ზელენსკიმ.