პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა დღეს მოსკოვში პირდაპირი, ღია და ხისტი მოლაპარაკებები გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
განცხადებაში ნეჰამერმა, ევროკავშირის პირველმა ლიდერმა, რომელიც პუტინს შეხვდა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, განაცხადა:
ეს არ არის მეგობრული შეხვედრა.
ავსტრიის კანცლერის თქმით, მისი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი რუსეთის ლიდერისთვის არის ის, რომ ომი უნდა დასრულდეს, რადგან „ომში ორივე მხარე მხოლოდ დამარცხებულებია“.
შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ნეჰამერმა აღნიშნა, რომ პუტინთან დისკუსია იყო ძალიან პირდაპირი, ღია და ხისტი.