აშშ თვეები არ ათანხმებდა უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტს, ევროპელმა მოკავშირეებმა არ მიაწოდეს იმ რაოდენობის საბრძოლო მასალა, რასაც დაჰპირდნენ - ამას სერიოზული შედეგები მოჰყვა ბრძოლის ველზე - სტოლტენბერგი

სტოლტენბერგი

კიევში ვიზიტით მყოფმა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უკრაინის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნატოს მოკავშირეებმა არ შეასრულეს ის, რასაც უკრაინას დაჰპირდნენ.

„აშშ თვეების განმავლობაში არ ათანხმებდა უკრაინის [სამხედრო დახმარების] პაკეტს, ხოლო ევროპელმა მოკავშირეებმა არ მიაწოდეს იმ რაოდენობის საბრძოლო მასალა, რასაც დაჰპირდნენ. და ამას სერიოზული შედეგები მოჰყვა ბრძოლის ველზე. საბრძოლო მასალის ნაკლებობამ რუსებს საშუალება მისცა წინ წასულიყვნენ ფრონტის ხაზის გასწვრივ. საჰაერო თავდაცვის ნაკლებობამ შესაძლებელი გახადა უფრო მეტი რუსული რაკეტისთვის სამიზნეების განადგურება. ჩვენ ახლა ვხედავთ ამის შედეგებს“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

„აქედან გამომდინარე, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები. აშშ-ის განცხადება 61 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ ნამდვილად მნიშვნელოვანია. გაერთიანებულმა სამეფომ გამოაცხადა თავისი ყველაზე დიდი პაკეტი, მათ შორის საჰაერო თავდაცვა და საბრძოლო მასალა. ასევე გყავთ მრავალი სხვა მოკავშირე, რომელიც აძლიერებს მხარდაჭერას. ასე რომ, ახლა ჩვენი პასუხისმგებლობაა უზრუნველვყოთ, რომ ეს განცხადებები იქცეს რეალურ მიწოდებად, ფიზიკურ მიწოდებად, იარაღისა და საბრძოლო მასალის, რაც შეიძლება მალე“, - დასძინა მან.