„ის არის ჩემი მეფე, მე მისი დედოფალი“ - ანი ყიფშიძე გათხოვდა
1776541334
შეერთებული შტატები უკრაინაში მცხოვრებ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთის სამხედრო ქმედების გაზრდილი საფრთხის გამო, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციებში.
„არ იმოგზაუროთ უკრაინაში რუსული სამხედრო ქმედებისა და კოვიდ-19-ის გაზრდილი საფრთხის გამო; ისინი, ვინც უკრაინაში იმყოფებიან, კომერციული ან კერძო საშუალებებით უნდა გამოემგზავრონ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი, რომელმაც უკრაინის საზღვარზე ათიათასობით ჯარისკაცის მობილიზება განახორციელა, მორიგი აგრესიის განხორციელებას გეგმავს.