1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ევროპა რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შემცირებაზე მუშაობს. მზადდება სანქციათა მეხუთე პაკეტი, სავარაუდოდ განიხილება რუსული ნავთობს ემბარგო.
ამ საკითხს ევროპელი ლიდერები შეერთებული შტატების პრეზიდენტთანაც განიხილავენ, რომელიც ბრიუსელში ამ კვირაში ჩავა.
„ენერგოსექტორზე საუბარი გარდაუვალია. ჩვენი განხილვის თემა ნავთობია, რადგან რუსეთის ბიუჯეტისთვის ეს უდიდეს შემოსავალს წარმოადგენს. ყველა მესამე ქვეყნისთვის, რომელიც რუსეთს დაეხმარება უნდა იყოს ნათელი გზავნილი, რომ იგივე სანქციები შეიძლება დაუწესდეს მათაც. ვფიქრობ, ჩვენ სანქციების ახალ ეტაპში შევდივართ. არცერთ ქვეყანას, ევროკავშირს არასდროს დაუწესებია ასეთი მასშტაბის სანქციები, როგორიც ახლა დაწესდა. აქედან გამომდინარე, უნდა გვქონდეს ინსტიტუცია, რომელიც სანქციების საკითხზე იქნება ფოკუსირებული, დააკვირდება, განახორციელებს და აღასრულებს მთელ პროცესს, მას შემდეგ რაც პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული," - აცხადებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი.