კარგი სიახლე მერიისგან - ნახეთ, რომელი მიმართულებით დაემატა ახალი მარშრუტი
1771585722
შეერთებული შტატები მხარს უჭერს მოწოდებას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო დემილიტარიზებული ზონის შექმნის შესახებ, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა.
„ატომური ელექტროსადგურის მახლობლად ბრძოლა სახიფათო და უპასუხისმგებლოა. კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს სამხედრო ოპერაცია უკრაინის ატომურ ობიექტებთან ან მის მახლობლად, სრული კონტროლი დაუბრუნოს უკრაინას და მხარი დაუჭიროს უკრაინის მოწოდებებს ატომური ელექტროსადგურის გარშემო დემილიტარიზებული ზონის შესახებ“, - განაცხადეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში.
შეგახსენებთ, გუშინ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურთან სამხედრო მოქმედებები სასწრაფოდ უნდა შეწყდეს.